ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფება

საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმყოფება. ქადაგიძე სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ განცხადებას შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.