"ჰუავეი" "ელიტ ელექტრონიქსის" პარტნიორი გახდა

"ელიტ ელექტრონიქსი" დღეიდან კომპანია "ჰუავეის" ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. კომპანიის ინფრომაციით, დღეიდან მათ მაღაზიათა ქსელში "ჰუავეის" ბრენდის ოფიციალური პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი.

"ამასთან დაკავშირებით, მოხდა "ჰუავეის" ახალი სმარტფონის პრეზენტაცია. ეს "ჰუავეის" პირველი სმარტფონია ქართული მენიუთი, რომელიც "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში უკვე წარმოდგენილია. P8 Lite-ს, სმარტფონი გამოირჩევა მძლავრი მონაცემებით, დახვეწილი დიზაინითა და ფასით; 5 ინჩიანი ეკრანი, ანდროიდ 5.0.1 ოპერატიული სისტემა, Octa-core 1.2 GHZ Cortex-A53 პროცესორი, 13 მეგაპიქსელი ფოტო კამერა, 5 მეგაპიქსელი სელფი კამერა და ეს ყვლაფერი მხოლოდ 583 ლარად.

Huawei Technologies Co. Ltd. მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო კომუნიკაციებზე. იგი მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელია. მსოფლიო ბაზარზე სატელეკომუნიკაციო კომპანია "ჰუავეი" 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. "ჰუავეი" საქართველოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი. 2012 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში დარეგისტრირებული თბილისი Huawei Technologies Co.  "ელიტ ელექტრონიქსისთვის" მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და ოფიციალური ტექნიკა. "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს პროდუქციისა და ბრენდების ყველაზე ფართო არჩევანი. ასეთ არჩევანს დღეს ვერცერთ სხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში ვერ შეხვდებით. აქ წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული ყველაზე ხარისხიანი ტექნიკა, ყველა საფასო კატეგორიაში. "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში ნებისმიერი ადამიანისათვის არის ხელმისაწვდომი მისთვის სასურველი ტექნიკა", - აცხადებენ "ელიტ ელექტრონიქსში".