გიორგი ქადაგიძე ბანკების საინკასაციო მანქანებიდან ფულის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბოლო პერიოდში ბანკების საინკასაციო მანქანებიდან ფულის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ქადაგიძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მატერიალური თვალსაზრისით ეს არანაირ მნიშვნელოვან ზარალს არცერთ ბანკს არ აყენებს. "მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ამ ბოლო დროს გახშირებული ტენდენციაა, მატერიალური თვალსაზრისით ეს არანაირ მნიშვნელოვან ზარალს არცერთ ბანკს არ აყენებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება, ალბათ, ეს კითხვა შესაბამის სამსახურებს უნდა დაუსვათ და არა მე", - განაცხადა ქადაგიძემ.

გუშინ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობაში მონაწილეებმა დიდი რაოდენობით თანხა წაიღეს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 24 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკიდან" დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა.