სომხეთში ზოგიერთმა რესპონდენტმა სომხეთის საქართველოსთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი

GALLUP International Аssociation-მა სომხეთში გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 54,4% სომხეთისა და რუსეთის გაერთიანებას უჭერს მხარს. როგორც სომხური მედია იტყობინება, გამოკითხვა 10-21 სექტემბერს ჩატარდა და მასში სომხეთის 1 105-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 29,9% მიიჩნევს, რომ სომხეთი არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეუერთდეს, 11,1%-მა კი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

როგორც სომხური გამოცემა "პანორამა" იტყობინება, ზოგიერთმა რესპონდენტმა სომხეთის საქართველოსთან, აშშ-სთან, ბელორუსთან, უკრაინასთან და თურქეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, რესპოდენტების 1,8%-მა სომხეთში არსებული ეკონომიკური სიტუაცია დადებითად შეაფასა, 39,1%-მა კი - უარყოფითად.