ინდოეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ინდოეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ავიაკომპანია "ეარ-არაბიამ" დელისა და მუმბაიში ერთობლივი პრეზენტაციები გამართეს.  საქმიანი ტურიზმის ფარგლებში ინდოეთის ტუროპერატორებთან და ცნობილი კორპორაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებები სრულად დაეთმობა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას. შეხვედრებზე ინდოეთის 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.

"ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2015 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით, ინდოეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81%-ით გაიზარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.