SOCAR Georgia Gas-ი რეგიონებში ფრონტ-ოფისების განვითარებას განაგრძობს

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი საქართველოს რეგიონებში ფრონტ-ოფისების განვითარებას განაგრძობს. SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით, დღეისათვის კომპანიის ფრონტ-ოფისები ბათუმში (ბაქოს ქ. 46), ქუთაისსა (ლომოურის ქ. 2) და ფოთში (დემეტრე თავდადებულის ქ. 1) მუშაობს. მიმდინარე წლის ნოემბერში მომსახურების ცენტრი რუსთავში გაიხსნება. რუსთავის ფრონტ-ოფისი მეგობრობის N7-ში განთავსდება.

როგორ კომპანიაში აცხადებენ, ფრონტ-ოფისებში SOCAR Georgia Gas-ი მომხმარებლებს კომპანიის სერვისებს "ერთი ფანჯრის" პრინციპით სთავაზობს. "მომსახურების ერთიანი სივრცე არსებულ და პოტენციურ აბონენტებს საშუალებას აძლევს, SOCAR Georgia Gas-ის მომსახურებები გამარტივებულად და სწრაფად მიიღონ. ფრონტ-ოფისები მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ მომსახურებისთვის განკუთვნილი დრო მინიმუმამდეა შემცირებული", - ნათქვამია განცხადებაში.