გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი კომპანია ,,August"-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშილი ლიტვურ კომპანია ,,August" -ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრა ლიტვის საელჩოს უშუალო ინიციატივით განხორციელდა. "უცხოელმა სტუმრებმა კომპანიის მენეჯმენტს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დაისახა. აღსანიშნავია, რომ ლიტვურ კომპანიას წყალანარინების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. აღნიშნული მრავალწლიანი პრაქტიკის გაზიარება კი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.