ბარაკ ობამამ კანადიდან აშშ-ში ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ პროექტს ვეტო დაადო

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანადიდან აშშ-ში ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ პროექტს ვეტო დაადო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ობამამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს და ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ამოცანას, შეამციროს გლობალური დათბობის უარყოფითი შედეგები. პროექტ "ქეისთოუნის" თანახმად, ნავთობსადენის მშენებლობა კანადის პროვინცია ალბერტადან აშშ-ის გავლით მექსიკის ყურეს სანაპირომდე იგეგმებოდა. პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდნენ ეკოლოგებიც.

"ბიბისი" წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა სავარაუდო კანდიდატმა, ჯებ ბუშმა ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას "ამერიკულ ეკონომიკაზე თავდასხმა" უწოდა.