ავიარეისების შეწყვეტის შედეგად ეგვიპტის ზარალმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა

ეგვიპტის კურორტებზე ავიარეისების შეჩერებისა და ტურისტების მიერ სასტუმროების ჯავშნის გაუქმების შედეგად ეგვიპტეს ზამთრის სეზონში 500 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

ამის შესახებ ეგვიპტის ტურისტული ასოციაციის წევრმა ჰუსამა აშ-შაირმა განაცხადა.,

„თუ ეს პრობლემა უახლოეს ოთხ-ხუთ დღეში არ მოგვარდა, ჩვენი გათვლებით წლის განმავლობაში ეგვიპტე 2 მილიარდ დოლარს დაკარგავს“, - განაცხადა ჰუსამა აშ-შაირმა.

ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, რომელსაც 224 ადამიანი შეეწირა, წამყვანმა საერთაშორისო და ევროპულმა ავიაკომპანიებმა სინაის ნახევარკუნძლზე ფრენები შეწყვიტეს.