ჯონ ლენონის გიტარა აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა

1960-იან წლებში მოპარული ჯონ ლენონის აკუსტიკური გიტარა კალიფორნიაში აუქციონზე რეკორდულ თანხად - 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლის განცხადებით, მყიდველის ვინაობა უცნობია. გიტარა Gibson J-160E ჯონ ლენონმა ლივერპულში 1962 წელს შეიძინა. მუსიკოსი მასზე დაახლოებით ერთი წელი უკრავდა და ისეთი კომპოზიციების შესრულებისას გამოიყენა, როგორებიც Love Me do, Please Please me I Want to Hold Your Hand არის.

გიტარა 1964 წელს, ლონდონში „ბიტლზის“ საშობაო კონცერტის წინ დაიკარგა. მოგვიანებით გიტარა აშშ-ში ერთ-ერთი საკომისიო მაღაზიაში აღმოაჩინეს. 1970 წელს ლენონის გიტარა რამდენიმე  გიტარისტმა ჯონ მაკოუმ 275 დოლარად შეიძინა.