რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 77 მილიონი ლარით მცირდება

ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, დაფინანსდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განცხადა, რომლის თანახმადაც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 77 მილიონი ლარით მცირდება.

მინისტრის განმარტებით, არცერთ კონკრეტულ დაგეგმილ პროექტს ეს თანხა არ მოაკლდება. "პირიქით, ვნახოთ. თუ რიკოთის საკითხი გადაწყდება, შეიძლება მოიმატოს კიდეც. ამ შემთხვევაში ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ბოლომდე დაფინანსდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეიძლება რამე დაემატოს კიდეც", - განაცხადა ჯავახიშვილმა.