ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ბიზნესმენების მოთხოვნა ,,კარგად ვერ გაიგო"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანაზე ბიზნესმენების მოთხოვნა ,,კარგად ვერ გაიგო". ასე უპასუხა მინისტრმა შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენები საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტენდერების დროს მცირედი გადაცდომების შემთხვევაში ბანკებისგან საგარანტიო თანხას ითხოვს.

როგორც მინისტმა აღნიშნა, მან კარგად ვერ გაიგო, თუ რა უნდათ. ,,მე ვფიქრობ, რომ მანდ არაფერია გადასახედი. მცირედია თუ დიდი გადახრა, გადაცდომა, კონტრაქტორის მხრიდან სულ სხვა იქნება, სამინისტროს მხრიდან სულ სხვა და ვინ უნდა გაარჩიოს, მედიატორმა?! არ უნდა დაარღვიო, ბატონო, პირობა",- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.