საქალაქო სასამართლოში კომპანიების - "პრომეტკო" და "ჯეესკოს" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ცერცვაძემ ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელზე მოპასუხე მხარეების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.  საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის კომპანიების - "პრომეტკო" და "ჯეესკოს" მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე განიხილავს. მოპასუხე მხარეს სააქციო საზოგადოება - კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, კომპანია "ტრანსფორდი" და, ასევე, მესამე მხარეს კომპანია "რაკია" წარმოადგენენ. სასამართლო პროცესზე, მოსარჩელე მხარის მოწმეთა დაკითხვის პროცესის დაწყებამდე, მოპასუხე მხარის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. კერძოდ, აღნიშნული საქმის ფოთის საქალაქო სასამართლოს დაქვემდებარებაში განხილვის შესახებ, ასევე საქმის მასალების უკეთ გაცნობის მიზნით ორი კვირით სასამართლო პროცესის გადადების და ბოლოს, მოსამართლე გიორგი სულაკაძისთვის აცილების შესახებ.

მოსამართლე გიორგი სულაკაძემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესზე მესამე მხარის, კომპანია "რაკიას" ადვოკატმა, გიორგი ცერცვაძემ განაცხადა, რომ მოსამართლე გიორგი სულაკაძე მიკერძოებულობის კლასიკური მაგალითია. მოსამართლის მართლქმედებაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკითხის განხილვა დაიწყო. ადვოკატის თქმით, შესაბამისად, მოსამართლე გიორგი სულაკაძე მათ მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს და ამ საქმის განხილვის დროს ნეიტრალური ვერ იქნება. ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიების მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატები ასევე საგანგაშოს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ მოსამართლე გიორგი სულაკაძე ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. ისინი აცხადებდნენ, რომ საქმეს ნომერიც კი არ გააჩნია და იგი განსახილველად ფოთის სასამართლოში უნდა დაბრუნდეს. "ტრანსფორბის" ადვოკატმა, კახა შარაბიძემ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ მათ მოსამართლე გიორგი ცერცვაძის ქმედების შესასწავლად მთავარ პროკურატურაში განცხადებაც შეიტანეს, რადგან იგი სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 381-ე მუხლს არღვევს.

მოსამართლემ დღესვე მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. კერძოდ, სხდომაზე ივანე ჩხარტიშვილი დაიკითხება. იგი სასამართლოში სხდომაზე შესვენების შემდეგ მივიდა. დავა ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის კომპანიებსა და მის მოპასუხე მხარეს შორის 2010 წელს დაიწყო და იჯარას ეხება. კომპანიები: "პრომეტკო" და "ჯეესკო" რამდენიმე ასეული მილიონობით ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.