"თეგეტა მოტორსი" ახალ აქციას იწყებს

"თეგეტა მოტორსი" დღეიდან ახალ, უპრეცედენტო აქციას იწყებს, სახელწოდებით – "მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის".  აღნიშნული კამპანია განკუთვნილია საცალო არხისთვის, რომლის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა მომზადებული შეხვდეს ზამთარს და სრულიად უფასოდ შეამოწმოს ავტომობილი "თეგეტა მოტორსის ცენტრებში".  გარდა ამისა, ყველას გადაეცემა 500 ლარამდე სასაჩუქრე ვაუჩერი "თეგეტა მოტორსისგან" და 100 ლარიანი ვაუჩერი სადაზღვევო კომპანია "კოპენბურისგან".

აღნიშნული აქცია მოქმედებს მხოლოდ 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო სასაჩუქრე ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელია 1-ელ იანვრამდე. აქციის პირობებში აგრეთვე მოქმედებს "თეგეტა მოტორსის" ფასდაკლების ბარათებიც (Silver, Gold).