სამშვიდობო ოპერაციებში დაჭრილ ქართველ სამხედროებს საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათები დაუწესდებათ

პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე, დაჭრილი ქართველი სამხედროებისათვის საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათების დაწესებას.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განხილვას საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე დაესწრება.

სამშვიდობო ოპერაციებში დაჭრილი ქართველი სამხედროებისთვის საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათების დაწესების ინიციატივა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.