რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ავეჯის შეძენის დროს

სახლში სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად ავეჯს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იყიდო ავეჯი ხელსაყრელ ფასად - ეს ნებისმიერი დიასახლისის და, საერთოდ, ნებისმიერი ოჯახის სურვილი და ოცნებაა. თუმცა, არც ისე მარტივია, თან არჩევანის საშუალება გქონდეს, ვიზუალურადაც მოგეწონოს და თან ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო. ამაში რამდენიმე დღის წინ დავრწმუნდი, როცა ჩემს ახლობელს ავეჯის შესარჩევად გავყევი. უამრავი მაღაზია მოვიარეთ და ისეთი ნიუანსები შევისწავლე, რასაც ვფიქრობ, ავეჯის ყიდვის ყველა მსურველმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმისთვის, რომ მოტყუებული არ დარჩეს. ამიტომ, გადავწყვიტე, მკითხველს გავუზიარო ჩემი პატარა გამოცდილება.

ავეჯის მაღაზიების შემოვლისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს პროცესი არაფრით ჩამოუვარდება შოპინგს, რომელსაც ფსიქოლოგები განტვირთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.  დილით სავაჭრო ცენტრ ,,საბას’’ მივაშურეთ. იქ 500-მდე მაღაზიაა, სადაც ადგილობრივი და უცხოური ავეჯი იყიდება. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირად ღირებული საქონელი, მაგრამ ადვილად იპოვით საშუალო ფასის მქონე პროდუქციასაც. როგორც ცენტრში გვითხრეს, ტერიტორიაზე შეხვდებით პოლონურ, ჩინურ, ეგვიპტურ და ბულგარულ ავეჯს, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი ვერ ვნახეთ და საკითხავია, მართლა ამ ქვეყნებიდან ჩამოაქვთ, თუ აქ აწარმოებენ. პროდუქციის ნაწილი დოლარში იყიდება, ხოლო ნაწილი - ჩვენს ეროვნულ ვალუტაში.

"პოლონური ავეჯი" - ასეთი წარწერა აქვს პატარა მაღაზიას, სადაც სამზარეულოს გარნიტური 1 760 ლარი ღირს, ხოლო სამეულები - 2300 ლარი. იქვე, მეზობლად, ტყავის სამეულებიც იყიდება, რომლის ფასიც 1400 დოლარია, ან - მისი ეკვივალენტი ლარში. ჩინური ავეჯის მოყვარულებს ალბათ, ძალიან მოეწონებათ მაღაზია "ავანტი", სადაც დაინტერესებული ადამიანი ათასგვარი დასახელების ავეჯს იპოვის. იქვეა ბულგარული და ეგვიპტური ავეჯის სალონები, სადაც არანაკლებ საინტერესო არჩევანი დაგვხვდა. როგორც ყველგან, აქაც სოლიდური ადგილი უკავია ჩვენი მეზობელი თურქეთის ნაწარმს.

სავაჭრო ცენტრში მოქმედ მსხვილ მაღაზიებს შორის თვალში მოგვხვდა "მარკო", სადაც ძირითადად მალაიზიური ავეჯი იყიდება. აქ საძინებლის გარნიტურის ფასი 4 ათასი ლარიდან იწყება და 8 ათას ლარამდე ადის. რაც შეეხება სამზარეულოს, მას შეკვეთით ამზადებენ ავსტრიული მასალისგან, რომელიც განსაკუთრებით გამძლე და საიმედოა. ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა "ემბავუდის" მაღაზია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია სავაჭრო ცენტრ "საბას" ტერიტორიაზე. "ემბავუდში" შემთხვევით ნამდვილად არ მივსულვართ. მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, თუმცა ,,საბაშიც’’ თუ იყო, არ ვიცოდით. გარდა ამ მაღაზიისა, თურმე 31 მაღაზიას აერთიანებს ეს ქსელი. როგორც იქ შევიტყვეთ, ამ ფირმის მიერ წარმოებული ავეჯი სანდო და გამძლეა და "ემბავუდის" მაღაზიებში განსაკუთრებული მომსახურებაა...

"ემბავუდის" პროდუქციის ძირითადი ნაწილი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი, მაგრამ ვისთვისაც ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვისაც მოიძებნება შესაბამისი, შედარებით მაღალფასიანი ნაწარმი.

თუმცა "ემბავუდის" ავეჯის მთავარი ღირსება მაინც ხელსაყრელი ფასი და მაღალი ხარისხია. მაგალითად, სამზარეულოს გარნიტურის ფასი 570 ლარიდან იწყება და 2000-3000 ათას ლარამდე ადის. საძინებლები 1100 ლარიდან იწყება, ხოლო უფრო ძვირი სეგმენტისთვის 5000 ლარი და უფრო ძვირიც ღირს. ეს სრული კომპლექტის ფასია, თუმცა მომხმარებელს შეუძლია მთლიანი კომპლექტის რომელიმე ნაწილი - მხოლოდ ერთი, ან ორი დასახელების ნივთი შეიძინოს.  ფასის გარდა, რამაც მოგვხიბლა არის ის, რომ პროდუქციას ოფიციალური ორწლიანი გარანტია ახლავს, რაც სხვა არცერთ მაღაზიაში არ შეგვხვდა. ყველგან გვეუბნებოდნენ, სიტყვაზე გვენდეთო, ჩვენ უხარისხოს არ ვყიდითო. აქ კი დაგვპირდნენ, რომ რამე ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მოგვიგვარებენ პრობლემას, რაც ოფიციალურად გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის აღნიშნული. კიდევ რამაც გაგვაკვირვა ყველაზე მეტად ქართულ რეალობაში, მაღაზიის კონსულტანტები ისეთი თბილი ღიმილით შეგვხვდნენ, როგორც ჩანს, აქ კარგად იციან მნიშვნელობა ძველი ჩინური ანდაზისა - "ნუ გახსნი მაღაზიას, ვიდრე ღიმილს არ ისწავლი".

ერთი სიტყვით, ავეჯის ყიდვა არც თუ ისე ადვილი პროცესია. უნდა მოვძებნოთ ჩვენი გემოვნების შესაფერისი ავეჯი, უნდა შევუხამოთ ინტერიერს, უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ხელთ არსებულ ბიუჯეტს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა დავრჩეთ მოტყუებულები. უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი ავეჯი, რომელიც რამდენიმე წელს მაინც გაუძლებს. ამიტომ, დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო. გირჩევთ ყოველთვის მიმართოთ დიდ საერთაშორისო ბრენდებს, სადაც თავიდანვე გექნებათ ყველაფრის შეთანხების საშუალება. იმედია, ამ პატარა მიმოხილვით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებით.

ხათუნა ჩიგოგიძე