საავტომობილო გზებზე უამინდობის გამო შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობის შედეგად საქართველოს გზების ნაწილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა (ფარავანი) მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.