ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა პარალიზებულია

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა წუხანდელი უამინდობის გამო პარალიზებულია. როგორც თერჯოლის გამგებელმა თემურ ჯაფარიძემ განაცხადა, ამის მიზეზი მდინარე ჩხარას მიერ დროებით ავტომაგისტრალის დაზიანებაა. მისივე თქმით, ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია. ჯაფარიძის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამგებლის ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ბაღდათის გავლით არის შესაძლებელი.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში გუშინ სტიქია გამოიწვია.