"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-მა "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ინფორმაციით, მომსახურების შესყიდვის მიზანია თბილისში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებისთვის ან/და ბიზნეს საქმიანობის დაწყების მსურველი ფიზიკური პირებისთვის მენეჯმენტსა და მარკეტინგში შესაბამისი უნარ-ჩვევების გაზრდის მიზნით ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა.  "აღნიშნული ტრენინგები უფასო იქნება მონაწილეებისთვის და დაეხმარება მათ სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული 100 მონაწილე. ტრენინგების ჩატარება 2015 წლის დეკემბერში იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს დღგ-ის გათვალისწინებით - https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=167349〈=ge.