სახელმწიფო ,,საქპრესში“ საკუთარ წილს ყიდის

სააქციო საზოგადოება ,,საქპრესის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 33 329 ჩვეულებრივი აქცია იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აქციების წილი სახელმწიფოს კაპიტალში დაახლოებით 15%-ს შეადგენს, მათი საწყისი ფასი კი 98000 ლარია. მსურველებს გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლიათ.

სააქციო საზოგადოება ,,საქპრესი“ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში როგორც რეგისტრირებულ, ასევე დაურეგისტრირებელ უძრავ ქონებას ფლობს. ,,საქპრესის“ მთავარი ფუნქცია პრესის გავრცელება იყო, თუმცა ამჟამად საქმიანობა შეჩერებული აქვთ.