აჭარაში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში სამდღიანი ვიზიტით საქართველოს მასშტაბით ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, რეგიონის ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორის გაცნობა.  "ტურისტული სააგენტოების სტუმრობისას ასევე დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან.  ტურისტული სააგენტობის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან აჭარის რეგიონის ტურიზმის ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სოფლად ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ბერდვოჩინდი, სამთო-სათხილამურო ტურიზმი და სხვა ახალი მიმართულებები.  აღნიშნული შიდა ინფოტური ხორციელდება შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით", - აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.