ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გარდაბანში უნებართვო მშენებლობის პროცესში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და 500 აშშ დოლარი გამოართვა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.