"მაგთიკომის" მიერ "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გახდება ცნობილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "მაგთიკომის" მიერ "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თობაზე გადაწყვეტილებას 19 ნოემბერს გამოაცხადებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იფორმაციით,  კომისიამ შპს "მაგთიკომის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა. შპს "მაგთიკომს" შპს "კავკასუს ონლაინის" ყველა იმ აქტივის შეძენის სურვილი აქვს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს. სხდომაზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა შპს "მაგთიკომის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, დეპარტამენტის აზრით, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას 19 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩანიშნულ არსებითი განხილვის სხდომაზე გამოაცხადებს.