საშობაო საჩუქრებზე საშუალო ამერიკელი 830 დოლარს დახარჯავს

„გალაპის“ ინსტიტუტის ექსპერტთა მონაცემებით, საშუალო ამერიკელი საშობაო საჩუქრებზე დაახლოებით 830 დოლარის დახარჯვას გეგმავს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია შარშანდელთან შედარებით - 2014 წელს ამერიკელებმა საყვარელი ადამიანებისთვის საშობაოდ საჩუქრებზე 720 დოლარი დახარჯეს.

ამასთან ერთად, გამოკითხული რესპონდენტების 30% საჩუქრებზე 1000 დოლარის დახარჯვას გეგმავს. ყოველი მეხუთე ამერიკელი კი საჩუქრებზე 500-დან 999 დოლარამდე გამოყოფს, 14% კი მზად არის, საჩუქრებში 250-დან 499 დოლარამდე დახარჯოს. გამოკითხულთა 19%-ის თქმით, საშობაო საჩუქრებზე 250 დოლარზე ნაკლების დახარჯვას გეგმავს.