დავით ნარმანია თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურებს წარადგენს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურებს წარადგენს. დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის ვაკანტურია კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები.

დავით ნარმანია საქალაქო სამსახურების ახალ ხელმძღვანელებს 14:00 საათზე წარადგენს.