Mercedes-Benz-ის 2016 წელი

პრემიუმ კლასის გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz, რომელსაც მიმდინარე წელი გაყიდვების მიხედვით საკმაოდ წარმატებული ჰქონდა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ელოდება. უკვე ცნობილია, რომ კომპანია 2016 წლისთვის ბაზარზე 9 სიახლის გამოტანას გეგმავს. აქედან სულიად ახალი იქნება სამი მოდელი, ორი მოდელი იქნება ახალი თაობის, ხოლო 4 განახლებული მოდელი იქნება. ამასთან, არ არის გამორიცხული, ამ ჩომანათვალს კიდევ რამდენიმე მოდელი დაემატოს, მათ შორის გახმაურებული პიკაპი ან კიდევ ერთი კომპაქტური ქროსოვერი.

2016 სამოდელო წლის სიახლეები დეკლარირებულად ასეთია:

სრულიად ახლი

• GLC coupe

• S-class convertible

• C-class convertible

ახალი თაობა

• E-class sedan

• C-class coupe

განახლებული/ფეისლიფტი

• GLS crossover (ყოფილი GL)

• SL roadster

• CLA sedan

• SLC roadster (ყოფილი SLK)

bpn2015 წელი კომპანიისთვის SUV-ების წლად მონათლეს, რადგან გერმანელებმა სამი ახალი მოდელის წარდგენა შეძლეს. ესენია განახლებული GLE (ყოფილი ML), ახალი GLE Coupe და ახალი თაობის GLC (ყოფილი GLK). თუმცა ფეისლიფტი შეეხო კომპანიის კომპაქტ-კლასის მოდელებსაც (A-Class, B-Class). ასევე წარმოდგენილი იქნა CL-ის მემკვიდრე S Class Coupe. მომავალი წელი კი, როგორც ჩანს, უფრო კაბრიოლეტების იქნება. თუმცა სიახლეებს შორის ყველაზე დიდ მოლოდინს იწვევს ახალი თაობის E-class-ის სედანი, რომელიც კომპანიისთვის ერთგვარი „Cash-Cow“ გახლავთ ფინანსური მოგების კუთხით.

მიმდინარე წლის მონაცემებით, „სამქიმიანების“ ჩამორჩენა „ბავარიელებთან“ (BMW) თითქმის 30 ათასი ერთეულია, თუმცა დაახლოებით ამდენივეთი უსწრებს ის Audi-ის, რომელსაც გაყიდვების მხრივ, ბოლო ოთხი წელი ჩამორჩებოდა.

კოკა კვირკველია