რუსეთმა უკრაინული პროდუქტის იმპორტირება აკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინიდან სამომხმარებლო პროდუქტის იმპორტი აკრძალა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკაევის განცხადებით, ვინაიდან უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, რუსეთმა სამომხმარებლო ემბარგოს დაწესებით დამცავი ზომების მიღების გადაწყვეტილება მიიღო.

ემბარგო 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამავე დღეს შევა ძალაში უკრაინასთან და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება.

ევროკავშირმა რუსეთს საქნციები 2014 წლის მარტში დაუწესა და ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გაამკაცრა. ბოლოს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2015 წლის ივნისში გააფართოვა, რის საპასუხოდაც რუსეთმა სამომხმარებლო ემბარგო დაუწესა ევროპის რიგ ქვეყნებს, ასევე აშშ-ს, ავსტრალიასა და კანადას.