ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირებას ამარტივებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირების გამარტივებას გეგმავს, შესაბამის დადგენილებაში ცვლილებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის 20 ახალ რეანომობილს შეიძენს. "დღეს ჩვენგან სხდომაზე ძირითადად ტექნიკური საკითხები გადის. მაგალითად ისეთი, როგორიცაა 20 დამატებითი რეანომობილის შეძენა მომავალი წლისთვის. ასევე გარკვეული ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის 36-ე დადგენილებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას არეგულირებს. ამ დადგენილების შინაარსია ადმინისტრირების გამარტივება", - განაცხადა სერგეენკომ.