ჯორდან ბელფორტი თბილისში მასტერკლასს ჩაატარებს

უოლ სთრითის ნამდვილი მგელი, ჯორდან ბელფორტი თბილისში პროგრამით - Straight Line Persuasion (დარწმუნების ხელოვნება) – მასტერკლასს გაუძღვება, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო კომპანია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" წარადგენს. მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება. ბილეთები კი ივლისიდან გაიყიდება, ვებგვერდზე - www.wallstreet.ge.

ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია მსოფლიოში. წლის განმავლობაში ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს და მსმენელს გამოცდილებასა და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებს უზიარებს. ბელფორტის მასტერკლასებს ძირითადად გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები ესწრებიან. 

უოლ სთრითის მგელი ბრონქსში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში, დააარსა კომპანია "Stratton Oakmont". 1998 წელს ის თაღლითობისთვის დააკავეს. გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, პატიმრობაში მხოლოდ 22 თვე დაჰყო. გარდა იმისა, რომ ოფიციალური მილიონერია, 2013 წლამდე სწორედ პატიმრობა იყო ბელფორტის ცხოვრების მთავარი მოვლენა.  2013-ში კი მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში "უოლ სთრითის მგელი", რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. თავად წიგნი კი ბელფორტის მემუარებს ეფუძნება.  დღეს, ჯორდან ბელფორტის საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა სახელწოდებით Straight Line Persuasion - ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსნემელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. ბელფორტის მიმდინარე წლის კალენდარშია სან პაულო, ფრანკფურტი, მოსკოვი, მელბურნი და ბანგკოკი.

2015 წლის ტურნეს, ჯორდან ბელფორტი 28 ნოემბერს თბილისის მასტერკლასით დაასრულებს.