მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მატარებლის რეისები (+ფოტო)

ევროპაში მატარებელი ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთი სწრაფი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანისთვის მატარებელში გატარებული საათები დაუვიწყარია.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული და მდიდრული მატარებლის რეისების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული რეისის ბილეთი 5 000-დან 10 000 დოლარამდე ღირს. მატარებელი სამხრეთ აფრიკიდან ტანზანიაში მიმავალ მგზავრებს ემსახურება

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მატარებელი The Belmond Royal Scotsman არის, რომელიც შოტლანდიის მასშტაბით ასრულებს რეისებს. ყველაზე იაფი ბილეთი 1 350 დოლარი ღირს. თუმცა, როგორც წესი, ბილეთების ფასი 5 000-დან 13 000 დოლარამდე მერყეობს.

2 000-დან 9 000 დოლარამდე დაგიჯდებათ მოგზაურობა, თუ The Eastern&Oriental Express-ით გადაწყვეტთ მგზავრობას. მატარებელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ასრულებს რეისებს.

იგივე ფასად - 2 000-დან 9 000 დოლარად შეიძენთ ბილეთს The Venice Simplon-Orient Express-ზე. მატარებელი ლონდონში, ვენეციაში, სტამბულსა და სხვა რამდენიმე ქალაქში გადაადგილდება.

სულ რაღაც 600-დან 1000 დოლარამდე თანხის გადახდა უწევთ მოსკოვიდან პეკინში ან ვლადივოსტოკში მიმავალ მგზავრებს. მატარებელში მგზავრები ერთ კვირას ატარებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა