ნოდარ ხადური სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის აღმასრულებელ-ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სსფ-ის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის აღმასრულებელ-ალტერნატიულ დირექტორს, ვილი კიკენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე, ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეაფასეს მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.

როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გრძელდება მოლაპარაკებები, რათა ერთობლივად ჩამოყალიბდეს 2016 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები.