რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზად არის, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობა გააგრძელოს

რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.  "რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის რეჟიმის ლიბერალიზაციაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე გუშინ, პრაღაში შეხვდნენ ერთმანეთს.