საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე აკრძალვებია

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ უბნებზე გადაადგილებაზე შეზღუდვები და აკრძალვებია. საქართველოს გზებზე მდგომარეობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ188-კმ198 (უშგული-ლასდილი) და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ142-კმ157 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთებში მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ19-კმ72 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ18 მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება. დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  დიდთოვლობის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.