2016 წლის ყველაზე პერსპექტიული ვალუტები

რუბლი 2016 წლის პერსპექტიულ ვალუტებს შორის დასახელდა. ამ წელს რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გამყარდება. აღნიშნულ პროგნოზს ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი აკეთებს. მომავალი წლის ყველაზე ძლიერ და პერსპექტიულ ვალუტებს შორის ფინანსური ინსტიტუტი მექსიკურ პესოსაც ასახელებს. მისივე პროგნოზით, სამხრეთ აფრიკისა და ჩილეს ეროვნული ვალუტები ფასს დაკარგავს. ამას გარდა, Goldman Sachs-ის გათვლებით, 2016 წელს ყველაზე მომგებიანი იქნება დოლარის ევროთი და იენით ყიდვა.

წლის დასაწყისიდან დღემდე დოლართან მიმართებაში რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული ეროვნული ვალუტა რამდენიმე უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.