ისნის რაიონის ყველა ქუჩას, ღვინის აღმართისა და დუტუ მეგრელის ქუჩის გარდა, წყალმომარაგება აღუდგა

ისნის რაიონის ყველა ქუჩას, ღვინის აღმართისა და დუტუ მეგრელის ქუჩის გარდა, წყალმომარაგება აღუდგა."ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კომპანიამ მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაასრულა. წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ორივე ქუჩის მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის.

ავტოცისტერნების მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე აბონენტები ინფორმაციას მიიღებენ SMS-შეტყობინების საშუალებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება კი შესაძლებელია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.