ორთაჭალა-შინდისის გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით მერია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს

ორთაჭალა-შინდისის გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის მერია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.  როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, ხეების ჭრა პროექტ - "პანორამა თბილისს" არ უკავშირდება. "ერთი მხრივ, გზა საკმაოდ დატვირთულია, მეორე მხრივ, შინდისის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია, რომ ახალი გზა გაკეთდეს. სხვა შემთხვევაში, არსებული გზა დატვირთვას ვერ გაუძლებს. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გავრცელდება. "პანორამა თბილისთან" ამ გზას პირდაპირი კავშირი არ აქვს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.