დავით ნარმანია: ჩვენი მიზანია, ბიუჯეტი იყოს კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბიუჯეტი იყოს კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. "ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტთან, მის ცალკეულ პროგრამებთან, პროექტებთან და მიმართულებებთან, რა თქმა უნდა, მე ამაზე განცხადებას გავაკეთებ, როცა თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტით წარვსდგები", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავარი ამოცანა მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. "ბიუჯეტი წარმოდგენილია პროგრამული ფორმით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ბიუჯეტის პროგრამული ფორმიდან აიღოს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ბიუჯეტი და რა კონკრეტული ამოცანის განხორციელებას ემსახურება. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ბიუჯეტი იყოს კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული. სხვა დანარჩენი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბიუჯეტის თანადართულ პროგრამებსა და პროექტებში", - განაცხადა ნარმანიამ.