ხალხური რეწვის ნაწარმის საახალწლო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

ა(ა)იპ-მა "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის "ხალხური რეწვის დარგის განვითარება" ფარგლებში, საახალწლო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობისთვის ქ. თბილისში მოქმედი სამრეწველო ბენეფიციარების გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო. "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ინფორმაციით, ხალხური რეწვის ნაწარმის საახალწლო გამოფენა-გაყიდვები გაიმართება ერთდროულად ქალაქ თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში 2015 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მონაწილეობის მიღების მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ ა(ა)იპ-ში "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი", მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0102, დ. აღმაშენებელის გამზ. № 89/24, მე-7 სართული. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2015 წლის 5 დეკემბრის 19:00 საათამდე.

აღნიშნული პროგრამის ტექსტი და შესაბამისი განაცხადის ფორმა განთავსებულია ბმულზე: http://jobs.ge/104154/