"თიბისი ბანკმა" აქცია დაიწყო

5 ლარი საჩუქრად ყოველ მე-20 გადახდაზე - "თიბისი ბანკმა" აქცია დაიწყო. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, ბანკში სახალისო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვითაც ის, ვინც "თიბისი ბანკის" უკონტაქტო ბარათით ან სტიკერით (Pay Sticker) მინიმუმ 5 ლარს გადაიხდის, ყოველ მე-20 გადახდაზე დამატებით 5 ლარით დასაჩუქრდება.  "აქცია 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა უმარტივესია: ყოველგვარი დამატებითი რეგისტრაციის ან აქტივობის გარეშე, აგრძელებთ თქვენი უკონტაქტო ბარათებით გადახდას და ყოველ მე-20 გადახდაზე ანგარიშზე გიბრუნდებათ 5 ლარი. აქციაში მონაწილეობა ერთდროულად რამდენიმე უკონტაქტო ბარათითაც არის შესაძლებელი. თქვენ მიერ დაგროვილი ტრანზაქციის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ. ასე რომ, შეგიძლიათ მუდმივად საქმის კურსში იყოთ", - აცხადებენ ბანკში.

მათივე თქმით, უკონტაქტო ბარათით ანგარიშსწორება-გადახდის თანამედროვე და ყველაზე მარტივი ფორმაა. საჭიროა ბარათის მხოლოდ ტერმინალთან მიახლოება და გადახდა შესრულებულია. ბარათის აღება "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

"ჩაერთეთ აქციაში და მიიღეთ თანხა მხოლოდ იმისათვის, რომ სარგებლობთ "თიბისი ბანკის" უკონტაქტო ბარათით ან სტიკერით. გადახდა მომგებიანია!" - აცხადებენ ბანკში.