"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით გამოკითხვას ატარებს

შპს "თბილსერვის ჯგუფი" მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში გამოკითხვას ატარებს. " შპს "თბილსერვის ჯგუფის" ინფრომაციით, გამოკითხვა კითხვარების საშუალებით ხორციელდება, რომელიც "თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის ათივე რაიონულ გამგეობაში ბანერებთან ერთად განათავსა. "თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გთხოვთ იაქტიუროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, იმ რაიონის გამგეობაში, რომლის მაცხოვრებელიც ბრძანდებით. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე", - ნათქვამია განცხადებაში.