უცხოური ტოტალიზატორის "პინაკლ სპორტის" ვებგვერდზე აფხაზეთი დამოუკიდებელ "ქვეყნად" არის დასახელებული

უცხოური ტოტალიზატორის "პინაკლ სპორტის" ვებგვერდზე აფხაზეთი დამოუკიდებელ "ქვეყნად" არის დასახელებული. ოკუპირებული აფხაზეთი - პირველია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მითითებაც მომხმარებელს https://www.pinnaclesports.com-ზე რეგისტრირების დროს შეუძლია.

ტოტალიზატორი 1998 წელს კიურასაოში დარეგისტრირდა და 100-ზე მეტი ქვეყნის კლიენტს ემსახურება.  ვებგვერდი 19 ენაზეა ხელმისაწვდომი. ტოტალიზატორის მფლობელად მაგნუს ჰედმანი სახელდება.