ზუგდიდს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატება

ქალაქ ზუგდიდის ცენტრში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დამწვარი შენობის განახლება დაიწყეს. ყოფილი სასტუმრო ”ოდიშის” შენობის ნაწილი, რომელიც ათეული წლებია არ გარემონტებულა, უფუნქციოდ იდგა და ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ,  აუქციონზე გასაყიდად გატანილი ობიექტი, ფიზიკურმა პირმა რამინ ბებიამ შეისყიდა და მის რეაბილიტაციას ახორციელებს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალმა მეპატრონემ აიღო ვალდებულება, 6 თვის ვადაში განეხორციელებინა გარე ფასადის რეაბილიტაცია მიმდებარე ინფრასტრუქტურის შესაბამისად. უკვე ცნობილია, რომ 212 000 ლარად ნაყიდი შენობის მეორე და მესამე სართულებზე სასტუმროს განთავსება იგეგმება, პირველ სართულზე კი მხოლოდ საოფისე ფართები განთავსდება.

ზუგდიდში ეს უკვე მესამე ახალი სასტუმრო იქნება, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება.

კოკა კვირკველია