"როსსელხოზნადზორი" - თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვის ინფორმაციამ რუსეთის მეზობლები გაახარა

თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შემოტანა აიკრძალება. ეს აკრძალვა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა. ამასთან დაკავშირებით სააგენტო "სპუტნიკთან" საუბარში "როსსელხოზნადზორის" ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსეი ალექსეენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობას ამ მხრივ უკმარისობა არ ექნება. მისი თქმით, რუსეთი ასეთ პროდუქტებზე ძლიერად არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანამ მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, კუბანზე, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში გაზარდა.

"ამ ინფორმაციამ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ აშკარად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: იმიერკავკასია, სომხეთი. ეს ინფორმაცია ძალიან პოზიტიურად აღიქვა საქართველომ და აზერბაიჯანმა და ისინი არსებითად გაზრდიან თავისი პროდუქციის მიწოდებას. განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებისთვის მზადაა ირანი", - განაცხადა ალექსეენკომ.

მისივე თქმით, სომხეთი უკვე მზადაა დაიკავოს ეს ნიშა და გაზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება კონკრეტულად რუსეთის ბაზრის დასაკავებლად.