ქონების მართვის სააგენტომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

ქონების მართვის სააგენტომ 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ორ ოჯახთან ქონებისსაფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. როგორც თბილისის მერიაში იუწყებიან, წყნეთის ხევის 16 ნომერში მცხოვრებმა ეკატერინე მურადელის სამსულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადა. მათივე ინფორმაციით, წყნეთის ხევის 45 ნომერში მცხოვრები დები - მაკა გიორგიძე და ხათუნა ხურციძე ქონების საფასურის ანაზღაურებას საბაზრო ღირებულების მიხედვით დათანხმდნენ.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 44 ოჯახს სულ ჯამში 11 793 664 ლარი ჩაერიცხა.