რუსეთი პალესტინას 5,3 მილიონი დოლარით დაეხმარება

რუსეთი პალესტინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 5,3 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

განკარგულება პალესტინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გასცა.

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა უკვე დაევალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთი პალესტინას ფინანსურ დახმარებას ამ წელსვე გაუწევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელსა და პალესტინას ცოტა ხნის წინ კონფლიქტის შემცირებისკენ მოუწოდა.