თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება

თურქეთი რუსეთის რეაქციას ჩამოგდებული "სუ-24"-ის გამო არაპროპორციულს უწოდებს და აცხადებს, რომ სანქციების შემოღების შემთხვევაში, რუსეთის მიმართ საპასუხო ზომებს განახორციელებს.

"ჩვენ ემოციურად არ მოვქცეულვართ და ამას არ გავაკეთებთ. არ გვაქვს სურვილი გავამძაფროთ ეს დაძაბულობა. ჩვენ დიპლომატიური მეთოდებით ვიმოქმედებთ. რუსეთი თუ კვლავ ძველებურად მოიქცევა, ჩვენი მხრიდან ზომების მიღებას დავიწყებთ. მწუხარებით ვადევნებთ თვალს რუსეთის არაპროპორციულ რეაქციას", - განაცხადა ერდოღანმა.