საიდან გაიზარდა ფულადი გზავნილები საქართველოში

2014 წლის ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები ევროპის რიგი ქვეყნებიდან შემცირდა, თუმცა რუსეთიდან და საბერძნეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2014 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან ჩარიცხულმა თანხებმა 42.2 პროცენტით იკლო. მიუხედავად ამისა, ფულადი გადმორიცხვების უდიდესი წილი - 40 პროცენტი, ტრადიციულად რუსეთის ფედერაციაზე მოდის. გადმორიცხული სახსრების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით არის შემცირებული საბერძნეთიდან. საანგარიშო თვეში, წინა თვისგან განსხვავებით, მცირე - 0.7 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა იტალიიდან წარმოებული ტრანსფერების შემთხვევაში. წინა თვის მსგავსად, კვლავ მოიკლო გადმორიცხვებმა თურქეთიდან, ისევე როგორც უკრაინიდან.

ოქტომბრის თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მაღალი ტემპებით მატება დაფიქსირდა ისრაელიდან და აშშ-დან (43.1 პროცენტი და 20.6 პროცენტი). ასევე ზრდა დაფიქსირდა გერმანიის შემთხვევაში (12.2 პროცენტი). საპირისპიროდ, გაიზარდა ტრანსფერები ესპანეთის შემთხვევაში და მატებამ 5.4 პროცენტი შეადგინა.

2014 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, ფულადი გადმორიცხვები შემცირებულია ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, კანადის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ბელგიის, პორტუგალიის, უზბეკეთის, კვიპროსის, ავსტრიის და ყირგიზეთის მიმართულებებიდან. საერთო კლების ფონზე აღსანიშნავია ტრანსფერების მატება დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ირლანდიიდან.