„აეროფლოტი“ მოსკოვი-თბილისის რეისების რაოდენობას გაზრდის

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ღამის რეისებთან ერთად, დღის რეისების დამატებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, „აეროფლოტი“ დღის რეისების განხორციელებას მომავალი წლის 1 თებერვლიდან გეგმავს. ავიარეისები მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან შესრულდება.

ზამთარის სეზონზე დღის რეისები კვირაში ოთხჯერ: ორშაბათობით, სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით შესრულდება. ზაფხულში კი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღე განხორციელდება. რეისებს თვითმფრინავი Airbus A320 შეასრულებს.