მერია თბილისის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას იწყებს

2016 წლის იანვრიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება. სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა.

ადაპტირების სამწლიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, გზის სავალი ნაწილის, სარეკრეაციო ზონების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების, ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. თბილისის ადაპტირების გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას მერიის საქალაქო სამსახურები და რაიონული გამგეობები მიიღებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე