გიორგი ჩოგოვაძე - წლევანდელი წელი ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორების თვალსაზრისით, რეკორდული იქნება

წლევანდელი წელიწადი ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორების თვალსაზრისით, რეკორდული იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა.

"2015 წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, დავეწიეთ 2014 წლის მთლიან 12 თვის მაჩვენებელს. ამიტომ, წლევანდელი წელიწადი ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორების თვალსაზრისით, რეკორდული იქნება", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, რომელმაც დღეს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და მსოფლიო ბანკის უფროს სპეციალისტთან ურბანულ საკითხებში ახმედ ეივეიდასთან ერთად ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგია – 2025 წარადგინა.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრულია ყოველწლიურად საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით 7%-იანი ზრდა და 2025 წლის ბოლოსთვის, ამ მონაცემმა 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი უნდა შეადგინოს.